მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უცხოელ ტუროპრატორებს, დეველოპერებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გავაცნოთ – ნათია თურნავა ესპანეთში ვიზიტზე

147
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველო წარდგება ყველა თავისი ღირშესანიშნაობით, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უცხოელ ტუროპრატორებს, დეველოპერებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკას“ ესპანეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

„საქართველო, ერთ-ერთი უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ესპანეთში ჩვენი ვიზიტი, რადგან ვისწრაფვით რომ რეგიონში ყველაზე სწრაფად ტურიზმი ჩვენთან აღდგეს“, – განაცხადა თურნავამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება