Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა

მარშალ პრესი 09/12/2022
თამთა მეგრელიშვილი

“TV პირველის” ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და, ასევე, ზუგდიდის მერს აგინა! სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობის” დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა” – წერს “ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

„მან მამუკა მდინარაძეს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა (რაზეც, ლოგიკურია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელისაგან შესაბამისი პასუხიც მიიღო) და საპასუხო “სკრინები” საჯაროდ გამოტანისათვის ოპოზიციურ ტელეარხს გადასცა.

ტელეკომპანია „პირველმა“ ფარცვანიას მიერ მოწყობილ პროვოკაციას ტყუილიც დაუმატა (თითქოს მამუკა მდინარაძემ ასევე შეაგინა ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას) და მაყურებელს ასე მიაწოდა.

მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” გუნდის ღირსეული წევრი, კარგი პოლიტიკოსი და მართლა საქმის მკეთებელი კაცია! მე ბევრი ვიცი მის მიერ გაკეთებული უანგარო სიკეთის შესახებ, მაგრამ დუმილს ვარჩევ. შენ კი, ზონდერო გიორგი ფარცვანიავ, გირჩევ, არ შეედარო. ვერც შეედრები…

ჯობს, გაჩუმდე. ხომ ხედავ, შავი დავალების შემსრულებლის იქით ვერ მიდიხარ, რადგან არც კაცობა გივარგა და არც პოლიტიკური მრწამსი“, – აღნიშნავს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: შეიძინეთ ნაძვის ხე “ვიშლისთში”
Next: დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.