IMG.GE IMG.GE

“დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფრაქციის 7 წევრიდან 6, საკონსტიტუციო ცვლილებებს  მხარდაჭერას უცხადებს.  ჯაში არ აკონკრეტებს, თუ ვინაა ფრაქციის მე-7 წევრი, რომელსაც საკუთარი მხარდაჭერა ჯერ არ დაუფიქსირებია.

ამ წუთას ვერ დაგიდასტურებთ. 6 ხმა გვაქვს გარანტირებული. ფრაქციის ფორმატში დამატებითი კონსულტაცია გვექნება. დიდი ალბათობით, აღნიშნულ პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მთავარი მოთხოვნა სავალდებულო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციურ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ გვქონდა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე განხილვების ფორმატში და გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ჩვენი ფრაქციის მხრიდან 6 ხმა არის გარანტირებული და იმედი გვაქვს, როგოც “ქართული იცნება”, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ორი ფრაქცია მხარს დაუჭერენ აღნიშნულ პროცესს.

პრლამენტში სხვა პოლიტიკურ ფრაქციებსა და ჯგუფებსაც მოვუწოდებდით, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოსახლეობის ხმა უფრო პროპორციულად იყოს ასახული პარლამენტის შემადგენლობაში. ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ამბიციები უნდა იყოს გადადებული,” – განაცხადა ჯაშმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება