Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება – პრემიერი

მარშალ პრესი 09/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ – ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

“შედეგები შთამბეჭდავია – ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.

კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება.”– ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

Continue Reading

Previous: სააკაშვილი დაავადებულია „ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით – ნანა კაკაბაძე
Next: გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025