Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი და პროვოკაცია

მარშალ პრესი 08/12/2022

ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, მაგრამ ამის შესახებ არ მისაუბრია, ბინძური სპეკულაცია რასაც ვუწოდე… ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, მდინარაძემ განაცხადა, მოქალაქეობას გართმევენო, ეს არის ბინძური ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

„ჩვენი კოლეგა იყო უკრაინაში და ის არ ირიცხებოდა სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. აქ საუბარია ოფიციალურ ჩარიცხვაზე. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს რომელიმე დანაყოფის ოფიციალურ წევრობაზე. ასეთი ოფიციალური ფაქტი არ დამდგარა და მსგავსის შესახებ არ ყოფილა საქართველოს სახელმწიფო ინფორმირებული. თუ ეს ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდება, თან თუ აღმოიფხვრა მანამ, კანონის დათქმაც არის, ვიდრე ოფიციალური ორგანოებისთვის არ გახდა ცნობილი, რომ ირიცხებიან და თუ აღმოიფხვრა ეს, ამ შემთხვევაშიც არ კარგავენ მოქალაქეობას. ამიტომ ახლა სპეკულაცია და იმ ხალხის გაგიჟება, რომ მდინარაძემ თქვა, ვიღაცამ თქვა, რომ თქვენ მოქალაქეობის ჩამორთმევას გიპირებენ, ისეთი ბინძური პროვოკაციაა, როგორიც წინა დღეებში იყო. არაოფიციალური ინფორმაცია როგორ შეიძლება გახდეს ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველი. მაგალითად ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ოფიციალურად ირიცხება უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, მაგრამ ამის შესახებ კი არ მისაუბრია, ბინძური სპეკულაცია რასაც ვუწოდე. ჯერ ერთი, აბრაზებენ იმ ხალხს, ატყუებენ და შესაძლოა, ვიღაცას გულწრფელი ემოციაც ჰქონდეს. კაცს რომ ეტყვი, ვითომ მდინარაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეობას გართმევენ, ეს არის ბინძური ტყუილი, რომელიც ჩვენ დასაზიანებლადაა და ამ ნარატივს არ გავუტარებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: როცა საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, 400-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტის თანაავტორია, ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო
Next: „ნაცმოძრაობა“ უარყოფდა, რომ მებრძოლების უკრაინაში წაყვანის ორგანიზება ხდება, ახლა კი აწარმოებენ პიარს ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით დადასტურებული სკანდალის გადასაფარად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.