Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი

მარშალ პრესი 08/12/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

“უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში.

„უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფერს კი ემატება, შემდგომ გარდაცვლილების სახელით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სხვების დამუნათება თუ რატომ არ მიდიან საომრად იქ სადაც თითქოს და საქართველოს ბედი წყდება. თუ ვინმე ფიქრობს რუსეთ- უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობით საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება, მაშინ უფრო ვაჟკაცური, მე ვიტყოდი მორალურად გამართლებული გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, აჩვენოს პირადი მაგალითი და თავის ოჯახის წევრები, შვილები, ძმები და მამები უნდა ჩართონ საომარ მოქმედებებში. სხვის შვილებით მანიპულირებას, ჯერ ცოცხლებით, ხოლო შემდეგ ცხედრებით ამორალურზე უფრო მეტია და სხვა სახელიც ჰქვია.“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: იმედია ახლა მაინც დარწმუნდება საზოგადოება, რომ ნაცმოძრაობის სატელიტებისთვის ხმის მიცემა, ფაქტობრივად ნაცებისთვის ხმის მიცემას უდრის
Next: ეს უნდა მეთქვა შენთვის – ხათუნა ხოფერიას ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.