“ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ყველა კანდიდატს ერთად დაასახელებს

125
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვინ იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე –  ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია. “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე ყველა კანდიდატს ერთად დაასახელებს.

საზოგადოების მთავარი ინტერესის ობიექტი კახი კალაძეა. დარჩება თუ არა კალაძე გუნდში და დააყენებს თუ არა მის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ – “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

“ჩვენს დედაქალაქს ჰყავს უაღრესად წარმატებული, მაღალრეიტინგული მერი. ბატონმა კახიმ ამომწურავად უპასუხა აღნიშნულ კითხვას, არა ერთი კომენტარი გავაკეთე. ამიტომ, არჩევნებამდე ყოველდღიურ რეჟიმში თუ ამ კითხვებს დავსვამთ, მე მგონი, რომ არ იქნება რელევანტური. ამიტომ, არჩევნებამდე არის საკმაო დრო დარჩენილი და ყველაფერი გაცხადდება თავის დროზე,“ – აცხადებს უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

კომენტარები
IMG.GE
მოწონება