Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის. ეს არის პოლიტიკური უმაღლესი „ლეველის“ მხარდაჭერა

მარშალ პრესი 08/12/2022

„პრემიერ-მინისტრს შეურაცხმყოფელი კითხვით მიმართავენ ვის მხარეს დგას. საქართველოში თავმოყვარე არც ჟურნალისტმა არც რესპონდენტს, არავინ არავის არ უნდა აკადროს ეს კითხვა. საქართველოს რაც შეუძლია, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ეს მაქსიმუმი ზღვარი მაგალითად, ამის ინდიკატორი არის ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო, რომელსაც ქვეყნის შუაგულში სამწუხაროდ, დღესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უდგას, არ და ვერ რისკავს, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს მეგობარ უკრაინას.

„400-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას რომ შეუერთდა, თანასპონსორები და თანაავტორები ვიყავით უმრავლესი მათგანის. იქ, ჩვენ, ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის. ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ე.წ „ლეველის“ მხარდაჭერა. პირველი ნომერი ვიყავით მსოფლიოში უკრაინის ფოსტის განცხადებით ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით და იმიტომ, რომ საქართველო, რომელსაც თავისი ქვეყნის შუაგულში სამწუხაროდ დღესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უდგას, არ და ვერ რისკავს იმას, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს თავის მეგობარ უკრაინას მიუხედავად ყველაფრისა, რაც იქ ხდება და როგორი დამაზიანებელი განცხადებები და მესიჯებიც მოდის რიგი პოლიტიკოსების და ლიდერების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ყველაფერს აკეთებს პოლიტიკურ ჰუმანიტარულ დახმარებას და არ რისკავს იმას, არ არის ეს მართლზომიერი რისკი, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თეა ადეიშვილი ამჯერად კახა კალაძის ოჯახს გადაეკიდა
Next: დააკავეს “ისლამური სახელმწიფოს” წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.