Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

მარშალ პრესი 07/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ოჯახს და ყველას მოუწოდა, გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე ნუ შექმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს.

„მე მინდა გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა და ყველას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია. მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი.

ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა
Next: თეა ადეიშვილი ამჯერად კახა კალაძის ოჯახს გადაეკიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.