Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა

მარშალ პრესი 07/12/2022
318134136_518025217025163_5707071444523057818_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო.

მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ხაზი გაესვა, რომ EUMM ადგილზე წარმოდგენილი მონიტორინგის მანდატით აღჭურვილი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა.

აღინიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი ესწრებოდა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა
Next: სააკაშვილს ამ ნიადაგზე აქვს სტრესი და დეპრესია – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.