ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთთან მეგობრულ და კარგ ურთიერთობას გააღრმავებს – ილია გიორგაძე

116
წაკითხვა/ნახვა

ესპანეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, როგორც ნატოში ასევე ევროკავშირში. ასევე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ „ქრონიკას“ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ესპანეთში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

„დღეიდან იწყება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში. მოგეხსენებათ, საქართველო არის მოწვეული ქვეყანა ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფესთან ერთად გახსნის ამ გამოფენას. აგრეთვე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ტურიზმის მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის ეს ვიზიტი, კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრულ და კარგ ურთიერთობას“, – აღნიშნა ილია გიორგაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

კომენტარები
მოწონება