ზაურ დარგალი – „ქართული ოცნება“ მარნეულში პირველსავე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს

140
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მარნეულში პირველსავე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს.

ზაურ დარგალმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

​„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერს. დღეს მარნეულში, როგორც ვაცხადებდით, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ პირველსავე ტურში. საკმაოდ მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ ჩვენ ამ არჩევნებზე. დილიდან საღამომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც დღის განმავლობაში გეუბნებოდით, მოსალოდნელი იყო პროვოკაციები, მოხდა რამდენიმე პროვოკაციაც, თუმცა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. მოგებული გვაქვს ეს არჩევნები, ვიცოდით წინა საარჩევნო კამპანიის დროს, როცა ყოველ შეხვედრაზე თითოეულ სოფელში ვგრძნობდით მოსახლეობის მხარდაჭერას და არც ერთი დაპირისპირება, პროვოკაცია არ გვაწყობდა. დაპირისპირება აწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციას, რადგანაც იცოდნენ, წაგებულები იყვნენ.

დარწმუნებული ვარ, ისეთი კარგი პროცენტი იქნება მარნეულში, რომ ყველა იძულებული გახდება, აღიაროს ეს გამარჯვება“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება