Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, ეს არის დიდი დანაკლისი და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს – პრემიერი

მარშალ პრესი 05/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო:

მინდა, განცხადება გავაკეთო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია.

მისივე თქმით, წინა შემთხვევებისას, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთხელ, თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით ოჯახებთან შეთანხმებით, მათ წევრებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები. მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა და ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, ოფიცრები, პოლიციელები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის, თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია,“– აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: წელს მოსალოდნელია 45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი – პრემიერი
Next: გუდაურში ახალი საბაგირო აშენდება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.