საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთშია

155
წაკითხვა/ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთშია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ექსპოზიციაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი შეხვდება ესპანელ კოლეგას და კონგრესის პრეზიდენტს.

კომენტარები
მოწონება