Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით, თუ უნდათ წავიდნენ და იომონ – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 05/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საკმარისია, ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა და არა ომის და მითუმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით”- განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე. ამ კომენტარით ის გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

“კიდევ ერთი მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს. რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და ვითომ გაბედული და ვაჟკაცური პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ. წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება.

ვინაიდან ყველა ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: უკრაინაში მებრძოლი ქართველი “ოცნების” მხარდამჭერებს გადაწვითა და გადაბუგვით ემუქრება (ვიდეო)
Next: მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან ავიცილეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.