შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “ცესკო”-მ შეძლო ზეპარტიული არჩევნების ჩატარება – გიორგი ჭილაშვილი

312
წაკითხვა/ნახვა
mpn

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “ცესკო”-მ შეძლო ზეპარტიული არჩევნების ჩატარება, ვგულისმობ კენჭისყრის პროცესს, ხმის მიცემის ფარულობას და დაცულობას, ასევე ყველა ვინც ვაკვირდებოდით არჩევნებს ვნახეთ რა დონეზე იყო ორგანიზებული მთელი პროცესი თავისი ყველა სიახლით, რაც ბოლო დროს დაინერგა”- წერს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი სოციალურ ქსელში.

“ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ მარნეულის გლდანის ერთი უბნის ქუთაისის 1 უბნის გარდა ყველგან მშვიდად და ნორმალურად ჩაიარა პროცესებმა ეს სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რაც ცესკოს ახალი ადმინისტრაციის წარმატებად მიმაჩნია.

ეტაპობრივად იწყება ხმის დათვლის პროცესი ამ კომპონენტში გეტყვით, რომ გვაქვს უპრეცედენტო სიახლე ვიდეო-ფიქსაცია უბნებზე ხმის დათვლის მომენტში, ჩანაწერი აიტვირთება ონლაინ და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავად დააკვირდეს ამოსული ბიულეტინების დათვლას, ხმის დათვლა კი ის ბოლო კომპონენტია საარჩევნო დღის რომელიც განსაზღვრავს დიდ წილად არჩევნების ხარისხს!

ცესკოში ოქმების დათვლას ოპოზიციური პარტიებიდან 2-2 წევრი აკვირდება რაც სრულიად ამცირებს რაიმე შედეგის არასწორად დადგომას!

მიუხედავად მცირე დარღვევებისა რაც ზემოთ აღვნიშნე არსად არ დაფიქსირებულა რაიმე სახის ისეთი პროცესი, რომელიც რაიმე სახით აისახებოდა შედეგებზე, ამისათვის იმუშავა 65 000-მდე ადამიანმა.

ბოლოს გეტყვით რომ ხმის დათვლის პროცესს აკვირდება 152 სადამკვირვებლო მისია აკვირდება იმ ფონზე რომ ეს ყველაფერი აღიბეჭდება და იწერება კამერით, სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ რომ ამ ყველაფერს მინიმუმადე აქვს დაყვანილი რისკები, რომელიც არჩევნების შედეგებს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ!!!
აუცილებლად უნდა ვთქვა რომ დღეს ასევე ვადევნებდი თვალს “სამართლიან არჩევნებს” (ISFED) არ იფიქროთ რომ რამე პირადი მაქვს მათ მიმართ არაფერი ერთ დროს მეც ვმუშაობდი მათგან დამკვირვებლად, უბრალოდ მინდა საზოგადოებას ვუთხრა რომ მათი წინასწარი შედეგები ნდობას საერთოდ აღარ იმსახურებს და ასევე მინდა ვთქვა რომ დღეს მათ საკუთარი თვალით ნახეს რომ უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში პროცესი წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რაც მათსავე პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ აღნიშნეს, ასევე მავნე ჩვევა ვერ მოიშალეს და რამდენიმე უბნის გაბათილებაც მოითხოვეს რაზეც მე როგორც ვიცი არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ ქონდათ! ამიტომ ძალიან სამწუხაროა რომ ეს ორგანიზაცია საკუთარ სახელს ასე უდიერად ექცევა და პატივს არ ცემს!”- წერს გიორგი ჭილაშვილი.

კომენტარები
mpn
მოწონება