ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბათუმში ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნებში გამარჯვება კახა კალაძეს მიულოცა. ამასთან, მან ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმების 47,6% „ქართული ოცნებას“ აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 27,1%.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება