ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა

106
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა.

„არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. დაპირისპირება იყო ჯერ უბანთან და მერე გაგრძელდა უბნის გარეთ, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერი დაჭრილი იყო დანით (როგორც ამბობენ) და ამ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდამჭერები, “ – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება