გოგორიშვილის ტრენინგები აღარ ჭრის – გია გაბრიჭიძე

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოკლედ ვიტყვი – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არჩევნების პროცესის უწყვეტი ჩაწერა.”– ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს სოციალურ ქსელში.

“რაც არ უნდა აპოკალიპტური სურათები დახატონ და ფეიკ-ვიდეოები გაავრცელონ, ან საჩივრების უზომო რაოდენობა წერონ (საჩივრები, რომელთა 99% დღევანდლამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნა დაწერილი და “დაზაგაჟნიკებული”), არაფერი გამოუვათ.

ყველას, აბსოლუტურად ყველას აქვს საშუალება ნახოს არა დადგმული,
მოდელირებული “დარღვევები”, არამედ გაეცნონ ნამდვილ ჩანაწერებს და არ დაუჯერონ ლაყაფისტ არასამთავრობოებს, რომლებიც უსაფუძვლო საჩივრებს წერენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ რაოდენობისთვის (“აჩოტებში” ციფრები რომ დაასახელონ აღებული მაყუთის გასაპრავებლად).

უბრალოდ ვიტყვი, რომ გოგორიშვილის ტრენინგები აღარ ჭრის. ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებს, ვერავინ ვერ ჩაშლის“- წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება