IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებამდე ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. მისი თქმით,  იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება გარკვეული დროის შემდეგ, კიდევ უფრო დეტალური ანალიზი იქნება საჭირო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.

როგორც ჩანს, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გარდა, შეიძლება სცოდნოდათ სხვებსაც, თუმცა ამას კატეგორიულად ჯერ ვერავინ იტყვის. ჩვენ ვნახეთ გვარამიას გამოსვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ წინასწარ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ. რაც შეეხება ჩანაწერს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სამართალდამცველებთან ერთად დეტალურად არ შეისწავლიან ამ თემას, არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დასადგენია, ვინ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ, რამდენად იყვნენ ისინი ჩართული, რისი ეჭვიც დამატებით გააჩინა ამ ჩანაწერმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება