Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო

მარშალ პრესი 03/12/2022
შალვა პაპუაშვილი

ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ შეცდომა იყო, როდესაც ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსისთვის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგში გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.

„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დანიშნეთ პროცესი, 10 დღეს მიშა ვეღარ გაძლებს – ელისო კილაძე
Next: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.