“სამართლიანი არჩევნები”, ძველი სცენარის გათამაშებას ცდილობს და უბნების გაბათილებას ითხოვს – დავით ჩიხელიძე

97
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამწუხაროდ ნათლად ჩანს რომ ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, ძველი სცენარის გათამაშებას ცდილობს და უბნების გაბათილებას ითხოვს.”- ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

“ხმის მიცემის პროცედურა დასასრულს უახლოვდება, არჩევნები საზოგადოების მაღალი აქტიურობის ფონზე მიმდინარეობდა, სრულად იყო დაცული კოვიდ რეგულაციები, მადლობა ცესკოს თითოეულ თანამშრომელს, როლებმაც სტრესული გარემოს მიუხედავად, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება უზრუნველყვეს, მოვუწოდებ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი, არ მოაწყონ პროვოკაციები და ადმინისტრაციას მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ, სამწუხაროდ ნათლად ჩანს რომ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, ძველი სცენარი გათმაშებას ცდილობს და უბნების გაბათილებას ითხოვს, საბედნიეროდ საქართველოში უამრავი უცხოელი დამკვირვებელი იმყოფება, რომლებმაც კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს!

უბნების დახურვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, ხმის დათვლის პროცესი იწყება, ხმის დათვლამდე კი უბნის თავმჯდომარე, რამდენიმე მნიშვნელოვან პროცედურას ახორციელებს, მათ შორის: კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად”– წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება