მოვუწოდებ პარტიებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და ადროვონ საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობა – თამთა მეგრელიშვილი

158
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იურისტი თამთა მეგრელიშვილი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით წერს:

“საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს, არჩევნები რამდენიმე ათეულ წუთში დამთავრდება, რომელიც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, მოვუწოდებ პარტიებს გამოიჩნონ სიმშვიდე, არ გაცდნენ კანონის ფარგლებს და კონსტუქციულ რეჟიმს. უბნების დახურვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება:

• კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს

• საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში

• მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში

• გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად.

• პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

• ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 65-ე მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობას, ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს. მოვუწოდებ პარტიებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და ადროვონ საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობა.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება