16 წელია ველოდი იმას, რაც გუშინ მოხდა – ვალერი გელაშვილი

335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თვითონაც იციან, ვინც არის მიხეილ სააკაშვილი, სხვანაირად ვერ გაამართლებენ მას და ამიტომ ეძახიან პოლიტპატიმარს. თვითონაც იციან, რომ ის არის კრიმინალი, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გელაშვილის თქმით, გუშინდელი დღე მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„16 წელია, იმას ველოდი, რაც გუშინ მოხდა. ჩემთვის ეს დადებითი ემოციები იყო, რადგან 16 წელი ვიყავი მოლოდინის რეჟიმში. ჩემთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე, გუშინდელი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს ციხეში“, – განაცხადა გელაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთი საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ არის ცნობილი, არის ვალერი გელაშვილის ცემის საქმე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება