კენჭისყრა მიმდინარეობს მაღალ დონეზე, მოსახლეობის აქტიურობა კვლავ მაღალია – თამთა მეგრელიშვილი

210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კენჭისყრა მიმდინარეობს მაღალ დონეზე, მოსახლეობის აქტიურობა კვლავ მაღალია.”– წერს იურისტი თამთა მეგრელივილი სოციალურ ქსელში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:

“მადლობა ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა არჩევნებმა დემოკრატიულ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩაიაროს.

2021 წლის არჩევნები ორგანიზების კუთხით ნამდვილად გამორჩეულია.
პროცესი პასუხობს ყველა საერთაშრისო სტანდარტს, რასაც არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი და ორგანიზაცია აღნიშნავს.

მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, გამოიჩნეთ მაღალი თვითშეგნება, პატივი ეცით ამომრჩევლებს, პატივი ეცით საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, არ მოახდინოთ პროცესის შეგნებული დისკრედიტაცია, ხელი შეუწყვეთ პროცესის ასეთივე მშვიდ ვითარებაში გაგრძელებას.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება