“ამ დროისთვის, 2 ოქტომბრის არჩევნები მიმდინარეობს ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გარკვეულ მცირე დაძაბულობას – გიორგი ჭილაშვილი

94
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ამ დროისთვის, 2 ოქტომბრის არჩევნები მიმდინარეობს ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გარკვეულ მცირე დაძაბულობას”– წერს გიორგი საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი სოციალურ ქსელში.

აუცილებელია ეაე გავაგრძელოთ ცენტრალურმა ადმინისტრაციამ საკმაოდ კარგად წარმართა პროცესი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამაზე ისაუბრეს და ძალიან კარგია რომ ისინი ხედავენ და აფასებენ პოზიტიურად იმ ცვლილებებს რაც ბოლო პერიოდში გატარდა, დღეს რომ ყველაფერი მაღალ დონეზე მიმდინარეობს ეს სწორედ იმ ცვლილებების დამსახურებაა რაც ბოლო თვეებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაატარა! არ დაფიქსირებულა კოვიდ რეგულაციების დარღვევა რაც ასევე ძალიან სასიამოვნო ფაქტია!

პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მოახდინონ კენჭისყრის და ზოგადად დღევანდელი პროცესის დისკრედიტაცია ხელოვნურად, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს რომ თქვენ საზოგადოებამ იცოდეთ, რომ მათ ჰყავთ ძალიან ბევრი წარმომადგენელი პარტიულად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ამიტომ ისინი რომ გითხრათ ხელით ეხებიან ამ ცოცხალ პროცესს! და საკუთარი თვალით ხედავნე იმ ცვლილებებს რაც ბოლოს გატარდა და რაზეც ვერ იოცნებებდა ჩვენი ქვეყანა, ეს თავისუფალი გარემო არ ყოფილა არც წინა ხელისუფლების დროს! ამიტომ უნდა შევირგოთ და ჩავატაროთ წესიერი არჩევნები!

ასევე სანიტერესოა (ISFED) “სამართლიანი არჩევნები” დილის მონაცემები და პირველი სიცრუე დილით განაცხადეს უბნების გახსნასთან დაკავშირებით! კიდევ აქვე აუცილებლად ვახსენებ “სავარაუდო” სიტყვას, რომელიც მათ ძალიან უყვართ, მაგრამ მინდა გითხრათ ნუ იყენებთ ამ სიტყვას, რადგან თქვენსავე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ვნახოთ როგორ გააგრძელებენ და რამდენად წარმოაჩენენ თავს! აუცილებელია მათ ობიექტურად შეაფასონ პროცესი, პივიტის რა თქმა უნდა აღარ ვეხები ამ მხრივ მათი სანდოობა ძალიან დაბალია მაგრამ ვნახოთ!”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება