Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა

მარშალ პრესი 01/12/2022
sanko Group

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის” საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებითაც დაინტერესებულია SANKO Group-ი. SANKO Group-ის სათაო ოფისი თურქეთში მდებარეობს, ჰოლდინგში 14 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა განახლებადი ენერგია, მშენებლობა, უძრავი ქონება, ტექსტილი და სხვა სექტორები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და „სანკო ჰოლდინგი“-ს დირექტორი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
Next: რომ არა ღარიბაშვილი, კიდევ დიდხანს ვისხდებოდით კლიტე დადებულები – ლალი მოროშკინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.