მსჯავრდებული სააკაშვილი ამჯერად ციხიდან აგრძელებს დემაგოგიას

437
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსჯავრდებული სააკაშვილი ამჯერად ციხიდან აგრძელებს დემაგოგიას და ტრადიციული, დღის წესრიგით დადგენილი მოსაზრების დამკვიდრებას ცდილობს, თითქოს მის მიმართ წარდგენილი ბრალის ლეგიტიმურობას მხოლოდ რუსეთი და საქართველო აღიარებს. ამის შესახებ მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ:

“მსოფლიოს ყველა საინფორმაციო სააგენტომ დაწერა რომ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში რის შემდეგაც ის დაიჭირეს ბრალდებებით რომლის ლეგიტიმურობაც მხოლოდ ორი ქვეყანა აღიარებს მთელ მსოფლიოში: რუსეთი და საქართველო
ამ “საქმის” არსებობის პირობებში წლების განმავლობაში მიშა იყო ხშირი და სასურველი სტუმარი ევროკავშირსა და ა.შ.შ.-ში. ამ “საქმის” არსებობა ხელს არ უშლიდა სააკაშვილთან შესახვედრად ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებსა და მაღალი დონის დიპლომატებს, ისინი მას ხელს ართმევდნენ და პატივის სცემდნენ, როგორც გამოჩენილ რეფორმატორს რომელმაც შეძლო თავისი ქვეყნისთვის ეკონომიკური აღმავლობა და განვითარება.
ეს მხოლოდ იმას ადასტურებს რომ საქმე რომლის გამოც იქნა დაჭერილი სააკაშვილი – არის შეთითხნილი. თითიდან გამოწოვილი საქართველოში არ შეშვების მიზეზი, რათა ხელი არ შეშლოდა ადგილობრივ ოლიგარქ ივანიშვილს სახელმწიფოს უზურპაციაში – ივანიშვილი რომელიც არის გაზპრომის ყველაზე დიდი კერძო აქციონერი.
დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი ანახოს, რომ ის არ არიან – ბელორუსი და რუსეთი. არც ერთ უზურპატორს არ აქვს უფლება ქვეყანა რომელიც მიშამ და მისმა გუნდმა შექმნეს განვითარების რელსებიდან გადააგდოს”- წერია სააკაშვილის გვერდზე.
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება