არჩევნები კარგად არის ორგანიზებული – თამთა მეგრელიშვილი

129
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“არჩევნებში შეინიშნება მოსახლეობის მაღალი ჩართულობა. არჩევნები კარგად არის ორგანიზებული, მაღალ დონეზე სრულდება კოვიდ რეგულაციები. უბნებზე საარჩევნო პროცესი კანონის დაცვით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”- ამის შესახებ საუბრობს იურისტი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“კომისიის წევრები მაღალი კომპეტენციით გამოირჩევიან ეს ყველაფერი ერთად კი არჩევნების შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესს 152 სადამკვირვებლო ორგანიზაცია აკვირდება.

აქედან 100 ადგილობრივი, 52 საერთაშორისო.

მოვუწოდებ “ცესკო”-ს ასეთივე ორგანიზებით და გამჭვირვალედ გააგრძელოს მუშაობა, ხოლო პარტიებს ვთხოვ და შევახსენებ, რომ არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან, ერთად ვუზრუნველყოთ თანამედროვე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება