ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება

194
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება.

„ისრაელის არმიას ინტენსიური ღამე ელოდება და ღაზის სექტორში კიდევ ორ მონაკვეთზე დარტყმებს განვახორციელებთ “, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

10 მაისიდან დღემდე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3 440 რაკეტა გაუშვეს.

17 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს.

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 160-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება