ვლადიმერ ჟირინოვსკი – მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში? ჩვენ გადაგარჩენთ!

457
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიშიკო, რატომ წახვედი თბილისში? რატომ არ ჩამოხვედი მოსკოვში? ჩვენ, “ლიბერალ -დემოკრატიული პარტია” მივიღებთ ყველა ზომას შენი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. მანამდე კი, მიშა, გაუძელი,- მედიის ინფორმაციით, ამ ირონიული შინაარსის პოსტს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი Telegram-ზე აქვეყნებს, რითაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება.

„მე ვიცი, რა მენიუ მოამზადა საქართველოს ხელისუფლებამ შენთვის: წვნიანი აყროლებული თევზის კუდებიდან პირველი, მეორე- პიურე, კარტოფილის ნათალისგან და პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ფხვნილისგან მომზადებული კისელი”, – წერს ჟირინოვსკი.

რუსი პოლიტიკოსი სარკასტულად აღნიშნავს, რომ სააკაშვილს შეეძლო, მშვიდად ეცხოვრა მოსკოვში.

„ლიბერალ -დემოკრატიული პარტია” შენთანაა, ჩვენ გადაგარჩენთ! შეგეძლო მშვიდად გეცხოვრა მოსკოვში, შეხვედროდი იანუკოვიჩს, გეთამაშა ნარდი, მაგრამ შენმა ზედმეტმა გაუმაძღრობამ დაგღუპა,“- წერს ჟირინოვსკი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება