Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა

მარშალ პრესი 30/11/2022
შალვა ხაჭაპურიძე

„შემიძლია გითხრათ, რომ არ ვუკავშირებ ჩემს საქმიანობას, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. გამოვრიცხავ, რომ სუსი მითვალთვალებდეს. ისეთი კუსტარული აპარატურა იყო დამონტაჟებული, ძველი, რომ არ მგონია, სუსი მაგით მუშაობდეს. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ, ამიტომ არ მგონია, ამის გამო მისმენდნენ. მე მყავდა ჩემი მეგობარი მოყვანილი, რომელიც სპეციალისტია და ამიხსნა, რომ ეს სპეცსამსახურების არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ძალიან კუსტარული წესით დამზადებული აპარატურაა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე – დაიწყო თუ არა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, მან აღნიშნა: „არ ვიცი, სააკაშვილის საქმეზე შუამდგომლობას ვამზადებ მთელი დღეა, არ მაქვს ინფორმაცია“.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ სისტემას მათ ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვეღარ ჩართეს და სასოწარკვეთილების შედეგად, ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ
Next: ვერ მოძებნეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ იქნებოდა კომიკური და ლიდერობას შეძლებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.