Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

მარშალ პრესი 09/04/2022
9 აპრილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ და უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება.

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. ეს არის პირველ რიგში, ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება. ამ გმირების წინაშე და მათი ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს – ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
Next: ირაკლი კობახიძე: რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.