Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

მარშალ პრესი 30/11/2022
მამუკა მდინარაძე

,,ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ვინც ამაში ოდნავ მაინც გაერკვევა. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, შარშან, შარშანწინ, რომ 25 მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვეძლო, რაღაც სოციალური პაკეტების გაზრდაზე და ასეთი თამამი გადაწყვეტილებებზე გვეზრუნა და გვეფიქრა,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ დინამიკის საფუძველზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გვიანონსებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 აშშ დოლარს, რაც არავის წარმოგვედგინა.

მისი თქმით, ამ პოზიტიურ ამბავსაც ებრძვიან.

,,რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება, პოლიციელის, ჯარისკაცის, ყველაზე ყურადღება მისაქცევი, მათ შორის, პენსიონერების დაფინანსება. ამავდროულად, იზრდება სოციალური პაკეტები, ინფრასტრუქტურულ ძალიან დიდი პროექტებთან ერთად, რომლებიც ფინანსდებიან მსხვილი საბიუჯეტო სახსრებით და ეს არის ძალიან კარგი. როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან. მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას. ამიტომ, ამის წინააღმდეგ ხან რუსეთი-უკრაინის ომით სარგებლობას დაარქმევენ ხოლმე და ათასგვარ საოცრებას იგონებენ, რომ ეკონომიკას, ტურისტულ პოტენციალს დაარტყან, ქვეყნის წარმატებას და განვითარებას დაარტყან, მაგრამ რეალურად იზრდება ყველა მიმართულებით დაფინანსება, რაც თითოეულ მოქალაქეზე, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება პოზიტიურად. ჩემი სიტყვები არ არის ეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი მიუახლოვდება ევროპულ მაჩვენებელს,’’ – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ
Next: კობა ხაბაზი უკრაინაში ბრძოლას აგრძელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.