IMG.GE IMG.GE

დასახელებული კანდიდატები, რომელთა შესახებაც წინასწარი მსჯელობაა, მიუღებელი არ უნდა იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის პოლიტიკური სპექტრისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ კანდიდატებს მხარი დავუჭიროთ, მაგალითად ნიკა მელიას, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლები „ნაციონალია“ ვიდრე ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ერთიანი საქართველო – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციურ ლიდერთან იყო კანდიდატებზე მსჯელობა, ამიტომ დღეს წარმოდგენილი გვარები სიურპრიზი მისთვის არ იქნება.

ყველა პარტიის მხრიდან იყო მზაობა გამოთქმული, რომ ჩვენც გვყოლოდა მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკონცეტრირდეთ საერთო კამპანიაზე და თბილისში არ წარმოვადგინოთ კანდიდატი.

რაც შეეხება ყველა კონკრეტულ კანდიდატს, არიან კანდიდატები, რომელთაც ღიად დავუჭერთ მხარს, არიან კანდიდატები, რომელთაც არ ვუჭერთ მხარს. ჯერ საბოლოო სია არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ ნუ მთხოვთ პასუხს იმაზე, ყველას დავუჭერ მხარს თუ ნაწილობრივ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ამოცანა შესრულდება – ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და არ წაართმევს ხმებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს მაჟორიტარების სრული ოკუპირება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება