ვინ არის ჩამოშლილი და გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს – პრემიერის პასუხი “მთავარ არხს”

465
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ვფიქრობ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”– განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ.

“ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მგონი ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ, ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წამოუდგენია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის დრო, როცა ის მარტო იმყოფებოდა ბინაში. ვფიქრობ, გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით”- განაცხადა პრემიერმა.~

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება