Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი

მარშალ პრესი 30/11/2022
ირაკლი კობახიძე

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან შესაბამისი ინტერესები და სურვილები დგას – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ კითხვის პასუხად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა.

„ამ ადამიანების შეფასებას, განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს და რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე მათ არ ამოძრავებთ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველა მათი გზავნილი.

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან რა თქმა უნდა, დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები.

ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ შეფასება გაკეთდეს, ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის უკან, იმიტომ, რომ ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ
Next: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.