იმედი მაქვს, რომ ამ უქმეებზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისკენ – კორინა კრეტუ

125
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იმედი მაქვს, რომ ამ უქმეებზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისკენ, –  ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის დეპუტატმა კორინა კრეტუმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქალაქეები უკეთესად ცხოვრობენ, რომ დემოკრატიული სტანდარტებით უწევთ მუშაობა.

„ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1993 წელს ვიმყოფებოდი აქ პირველად.  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას ევროკავშირიდან ვაკვირდებოდი. იმედი მაქვს, რომ ამ უქმეებზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისკენ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს საქართველოში. ჩვენთვის, ევროპარლამენტარებისთვის, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქალაქეები უკეთესად ცხოვრობენ“, –  აღნიშნა კორინა კრეტუმ.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება