ამ დროისთვის ყველა უბანი გაიხსნა დარღვევების გარეშე, მივმართავ “ცესკო”-ს ასე ზედმიწევნით გააგრძელოს საქმიანობა – გიორგი ჭილაშვილი

148
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამ დროისთვის ყველა უბანი გაიხსნა დარღვევების გარეშე, მოქალაქეებს აქვთ უკვე ხმის მიცემის შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში, გადასატანი ყუთიც დროულად და მოწესრიგებულად გავიდა. დაწყება ძალიან კარგი გვაქვს და მივმართავ “ცესკო”-ს ასე ზედმიწევნით გააგრძელოს საქმიანობა.”– ამის შესახებ გიორგი ჭილაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რომელიც საარჩევნო საკითხებში სპეციალისტია.

“ასევე მინდა მივმართო ყველა პარტიას, დაიცავით კანონი და ეკონტაქტეთ თქვენ
წარმომადგენლებს, რადგან მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ უბანზე სრული დაკვირვება განახორციელონ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.

დღეს გვაქვს ყველანაირი რესურსი ერთად ჩავატაროთ მშვიდობიანი და სტაბილური არჩევნები! არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია!”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება