შეიძლება თამამად ითქვას, რომ არჩევნები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჩემგან შექება “ცესკო”-ს ახალ თავმჯდომარეს – დავით ჩიხელიძე

82
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ! ყველა არჩევნებზე! ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად, შეფერხების გარეშე გაიხსნა”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

უბნის წევრებს შორის, ფუნქციების განაწილების მიზნით ჩატარებულმა კენჭისყრებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ასევე კარგად იყო ორგანიზებული გადასატანი ყუთის გასვლა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ არჩევნები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჩემგან შექება “ცესკო”-ს ახალ თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და ზოგადად ადმინისტრაციას, რომელმაც არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო.

როგორც მოგეხსენებათ არჩევნები რამდენიმე ათეული პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ არჩევნების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარებას, დაიცავით კანონი, ერთად უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება” – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება