Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

უშუისტთა ნაკრების წევრი დედოფლისწყაროელი საბა ბუთხუზი ევროპის ჩემპიონია

მარშალ პრესი 29/11/2022
316877615_1287560828732116_3660333032038836135_n

უშუისტთა ნაკრების წევრი დედოფლისწყაროელი საბა ბუთხუზი ევროპის ჩემპიონია საქართველოს უშუისტთა ნაკრებმა საბერძნეთის ქალაქ ლუთრაკიონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონთა შორის არის 14 წლის დედოფლისწყაროელი სპორტსმენი საბა ბუთხუზი (მწვრთნელი გიორგი ცისკარაული ).

საბას მიღწეული წარმატება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. ახალგაზრდა სპორტსმენი 2 დეკემბერს ინდონეზიაში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. კონტინენტის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის საბა ბუთხუზი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჩუქრად 3 000 ლარს მიიღებს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში მას 5000 ლარი გადაეცემა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა
Next: ეკა კვესიტაძე სააკაშვილის მიერ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.