Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

BBC: უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად რუსეთმა არმიის გენერალი, სირიაში ნაბრძოლი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა

მარშალ პრესი 09/04/2022
ბიბისი

რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რუსული ჯარის სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის „სუსტი“ კოორდინაცია იყო, ამიტომ დვორნიკოვს ამ მიმართულების გამოსწორება დაევალა.

„დვორნიკოვს აქვს სირიაში რუსული ჯარების მიერ განხორციელებული ოპერაციების მეთაურობის დიდი გამოცდილება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ საერთო მეთაურობა და მართვა გაუმჯობესდება“, – აცხადებს BBC-ის წყარო.

მისივე თქმით, შესაძლოა, რუსული მხარისთვის მოლაპარაკებები სამხედრო ოპერაციებზე უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს, რათა მოსკოვმა 9 მაისამდე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

ალექსანდრე დვორნიკოვი სირიაში რუსული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას 2015-2016 წლებში მეთაურობდა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: 9 აპრილის აქციის მოწვეული სტუმარი ოკუპანტთა გეორგიევსკის ლენტის თაყვანისმცემელი და ახლა “გაევროპელებული” ოლექსი გონჩარენკოა. ჯალათი როდიონოვის ნაშიერთ არ უნდა ეძლეოდეს რაიმე თემაზეც კი პრეტენზიები
Next: პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.