ირაკლი კობახიძე: რეფერენდუმი თუ უნდათ, მიიღებენ და ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრების რეფერენდუმი

300
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რეფერენდუმი თუ უნდათ, მიიღებენ და ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრების რეფერენდუმი. ამას არ ვამბობ მე ჩვენი ოპონენტების მიმართ სიძულვილით, ამას ვამბობ ჩემი ქვეყნის მიმართ სიყვარულით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას დამშვიდება და სტაბილურობა სჭირდება.

„ამ ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, სტაბილურობა და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლიტიკურ სისტემაში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალოს. ამისთვის ძალიან კარგი წინაპირობები გვაქვს და შემდეგი სამი წელის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, რაც დემოკრატიულ კიდევ ერთ ძალიან სერიოზულ ცვლილებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება არჩევნების შინაარსს, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელშიც ჩვენი 2 ათასზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ სათანადო საარჩევნო შედეგი გვქონდეს და იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები მივიდეს საზოგადოებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება