სამინისტრო: უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაუბარებიათ

327
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება