Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, დასავლეთში გარკვეულ ძალებს, ოპოზიციის მომავალ ლიდერად კეზერაშვილის ნახვა სურთ – ლადო ბოჟაძე

მარშალ პრესი 29/11/2022
ლადო ბოჟაძე

როგორც ჩანს დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ომის და ღალატის პარტიის მეგობრებს და საქართველოს მტრებს რადიკალური ოპოზიციის მომავალ ლიდერად ბიუჯეტის ქურდის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის ნახვა სურთ. სწორედ ქართული ბიზნესის რეკეტში, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ხელგაწაფული, გაუნათლებელი და უინტელექტო კეზერაშვილია მისაღები მათთვის – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

„როგორც ჩანს დასავლეთში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ომის და ღალატის პარტიის მეგობრებს და საქართველოს მტრებს რადიკალური ოპოზიციის მომავალ ლიდერად ბიუჯეტის ქურდის, ოლიგარქი დავით კეზერაშვილის ნახვა სურთ. სწორედ ქართული ბიზნესის რეკეტში, ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ხელგაწაფული, გაუნათლებელი და უინტელექტო კეზერაშვილია მისაღები მათთვის ვისაც ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ნებისმიერი გზით დაბრუნება და შემდეგ საქართველოს რუსეთთან ცხელი ომის ფაზაში ჩართვა სურს(ჰიბრიდულ ომი ახლაც მიმდინარეობს). ამ პოლიტიკურ ძალებს მათი ერთგული და დასაყრდენი ფიგურა ბევრი ჰყავთ, როგორც ოპოზიციაში, ასევე მედიასა და სამოქალაქო სექტორში, სწორედ ისინი არიან აქტიურად ჩართული ქართული სახელმწიფოს, დედა ეკლესიის, ქართული კულტურის და იდენტობის, ქართველი ბიზნესმენების (ვისთვისაც სამშობლო საქართველოა) წინააღმდეგ ყოველდღიურ, დაუნდობელ და სასტიკ ბრძოლაში, მიზანი ნათელია: ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება, სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება, ქაოსის, არეულობის და დესტაბილიზაციის გზით რევოლუციის მოწყობა და სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება. დღეს საზოგადოება ყველაზე კარგად გრძნობს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შედეგებს, ყველაზე კარგად არჩევს ქვეყნის მტერ და მოკეთე პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთისგან, ყველაზე კარგად იცის რა უნდა მისი შვილების და შვილიშვილების მომავლისთვის და დიახ, სწორედ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით დავიცავთ სახელმწიფოში მშვიდობას და სტაბილურობას, ვუზრუნველვყობთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, დიახ, ამას გავაკეთებთ მტრების ჯინაზე, მათ ჯინაზე ვისაც კეზერაშვილი საქართველოს მომავალი გონია, სინამდვილეში კი საქართველოს წარსულია, სამარცხვინო წარსული!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: მე პირადად, ყველა კარი ჩაკეტილი მქონდა, უსამსახუროდ და უპერსპექტივოდ დარჩენილი, შემოსავლის და ცხოვრების უფლების გარეშე
Next: დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.