Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერ არიეთ ეს ქვეყანა, მიხეილ სააკაშვილია თქვენი ბოლო იმედი – ირაკლი კობახიძე “ნაც.მოძრაობას”

მარშალ პრესი 29/11/2022
ირაკლი კობახიძე

ვერ არიეთ ეს ქვეყანა – დააანონსეთ ცხელი შემოდგომა, მაგრამ ამ შემოდგომას სიცხელის არაფერი ეტყობოდა, ისევ ბოლო იმედს მიუბრუნდით – ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით არიოს.

„ერთადერთი, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გინდათ ისაა, რომ ეს არის თქვენი ბოლო იმედი, რომ ქვეყანაში ვითარება რაღაცნაირად არიოთ. ამისთვის ჩამოიყვანეთ და ჩამოიყვანეს ვიღაცებმა საქართველოში სააკაშვილი – მიზანი იყო საქართველოში ვითარების არევა და მეორე ფრონტი. მაშინ ეს ყველაფერი ვერ გააკეთეთ და ახლა გინდათ მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით სცადოთ ქვეყნის არევა. ამის საშუალებას არ მოგცემთ! რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას, ეს ხდება კანონით დადგენილი წესით და ამაზე პასუხისმგებლები შესაბამისი უწყებები არიან. მაგრამ თქვენ რომ ამას პოლიტიკურად ითხოვთ, რისი კანონიერი უფლებაც არ გაქვთ, ეს არის კიდევ ერთი ბოლო მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით არიოთ ქვეყანა. ამის საშუალებას არ მოგცემთ – ეს არის ჩვენი მარტივი პოლიტიკური პასუხი თქვენ მიერ განხორციელებულ სპეკულაციებზე, რაც დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: პატივცემულო ლობისტებო! ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ
Next: მე პირადად, ყველა კარი ჩაკეტილი მქონდა, უსამსახუროდ და უპერსპექტივოდ დარჩენილი, შემოსავლის და ცხოვრების უფლების გარეშე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025