Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონის უზენაესობა, შერჩევითად და შერჩევითი სამართალი შეერთებულ შტატებში ჩვეულ მახინჯ მოვლენად იქცა

მარშალ პრესი 29/11/2022
გია აბაშიძე

„ზაზა შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია მის მორიგ შეფასებებში – კრიმინალი კეზერაშვილის დაკავება რომ ნდომოდათ ამერიკელ “პოლიციელ-მორალისტებს”, აქამდე დაატუსაღებდნენ. თუმცა, სადაც დავით არახამია ვენაში ხვდება აშშ-თვის ძებნილ ოლიგარქს, დმიტრო ფირტაშს, აღარაფერია გასაკვირი“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი წერს, კრიმინალი კეზერაშვილი საქართველოში მორიგი უშედეგო არეულობის მოსაწყობად სჭირდებათ.

„კანონის უზენაესობა, შერჩევითად და შერჩევითი სამართალი შეერთებულ შტატებში ჩვეულ მახინჯ მოვლენად იქცა. ზაზა შათირიშვილი აბსოლუტურად მართალია მის მორიგ შეფასებებში – კრიმინალი კეზერაშვილის დაკავება რომ ნდომოდათ ამერიკელ “პოლიციელ-მორალისტებს”, აქამდე დაატუსაღებდნენ. თუმცა, სადაც აბრამოვიჩის ფინია, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ვენაში ხვდება აშშ-თვის ძებნილ ოლიგარქს, დმიტრო ფირტაშს, აღარაფერია გასაკვირი.

ფაქტია, რომ კრიმინალი კეზერაშვილი სჭირდებათ საქართველოში მორიგი უშედეგო არეულობის მოსაწყობად. მიაღწევენ ამ ბინძურ აფერას (affaire)? ცხადია, ვერ.
აცდენილნი არიან ამერიკელი სამოქალაქო და სამხრეებიანი ანალიტიკოსები ქართველი ხალხის მაჯისცემის გაგებას“- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: ქალბატონო ელჩო, ასე არ სჯობს? – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: პატივცემულო ლობისტებო! ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.