უზარმაზარი შრომა ჩაიდო, რათა გენგეგმა იმ ხარისხით მიგვეღო, რა ხარისხსაც ჩვენი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა – გიორგი ტყემალაძე

306
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

წინა საარჩევნო კამპანიის დროს ურბანული პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვფიქრობ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერმა და ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ამ პრიორიტეტის რეალობად ქცევა შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 4 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზე, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი უკავია გენერალურ გეგმას. თვითონ გენგეგმის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ, თბილისის საკრებულო, როგორც სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მიმღები ორგანო; თბილისის მერი, რომლის ინიციატივაც იყო ამ სამუშაოების დაკვეთა; და ის პროფესიონალები, ექსპერტები, რომლებმაც უზარმაზარი შრომა ჩადეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს დოკუმენტი მიგვეღო, იმ ხარისხით, რა ხარისხსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა გენგეგმის ჯგუფის მუშაობაში. ეს არ იყო მხოლოდ რაღაც ჯგუფის შექმნილი დოკუმენტი. ​​ის გვკარნახობს, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება. ამ დოკუმენტში გაწერილია, რომ არ იყოს ქაოტური განაშენიანება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გამოგვიცდია ჩვენი ქალაქის მაგალითზე. გენგეგმის შემდგომ ეტაპებს მოყვა რეფორმები. შეიცვალა განაშენიანების წესები, რომლებიც კოეფიციენტის გადამეტების შეზღუდვას გულისხმობს. თვისობრივად სხვა ხარისხში ავიყვანეთ სივრცითი მოწყობის დოკუმენტები, რომელიც გაიცემა სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება