საზოგადოება ხვალ საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც “ნაცმოძრაობას”, ისე მის სატელიტ პარტიებს – ირაკლი კობახიძე

121
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხვალ გაიმართება რეფერენდუმი, რომლითაც საზოგადოება “ნაციონალურ მოძრაობას” და “მის სატელიტ პარტიებს” საბოლოო განაჩენს გამოუტანს.

“რეფერენდუმში იგულისხმება ის, რომ ქართული საზოგადოება ხვალ საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც ნაცმოძრაობას, ასევე მის სატელიტ პარტიებს და ეს იქნება ელექტორალური პასუხი ამ პოლიტიკურ ძალებს. ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება