გილოცავთ! საქართველოს სისხლიანი დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ქართულ ციხეში მოეწყო

924
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძებნილი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

“ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.

ჩვენს უწყებებს ჰქონდათ მისი გადაადგილების ინფორმაცია. დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და ისეთი დრო და ადგილი შეირჩა, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება